ქართველების 4 ოქრო და გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობიდან
ფინეთში, ქალაქ ლაჰტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოპულარული ფიტნეს-ფესტივალის Nordic Fitness Expo-ს ფარგლებში გაიმართა, დიდი წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს მას-რესლინგის ნაკრებმა.
გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი სალომე კვასხვაძე გახდა.
მამაკაცთა შორის გიორგი კვეტენაძემ 85 კგ კატეგორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონი ტიტული.
მძინეწონოსანმა ავთანდილ ყარმაზანაშვილმა ფურორი მოახდინა და როგორც თავისი წონითი კატეგორიის +115 კგ, ასევე აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 2 ოქროს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 4 ოქროს მედლით პირველობა არავის დაუთმო.