ვუგულშემატკივროთ 9 წლის ნიკო მენაბდეს

პატარა ქართველი ემიგრანტი ნიკოლოზ მენაბდე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის “Goldene Note”-ის ფინალშია და იბრძვის პირველი ადგილისთვის, რომლის მფლობელსაც ჟიური გამოავლენს, მაგრამ თქვენი ხმა ნიკოს შანსს მისცემს “მაყურებლის სიმპათია” მოიპოვოს.

ხმის მისაცემად ბმულზე გადასვლის შემდეგ, ნიკოს გარდა კიდევ ორ, თქვენთვის სასურველ სხვადასხვა კატეგორიის მონაწილეს უნდა მისცეთ ხმა. ხმის მიცემის შემდეგ დააწკაპუნეთ წარწერაზე “jetzt abstimmen”, რითაც  პროცესი დასრულდება და მოგივათ პასუხი, რომ ხმის მიცემამ წარმატებით ჩაიარა.

ხმის მიცემა შესაძლებელია 14 მაისამდე, ყოველ 24 საათში.

ვუგულშემატკივროთ ოქროსქოჩორა, ნიჭიერ ნიკო მენაბდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები