საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფრანკფურტში მიმდინარე Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება.

PASSENGER TERMINAL EXPO & Conference მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა – კონფერენციაა, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600-ზე მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფრანგულ, ჰოლანდიურ, პოლონურ, ნორვეგიულ და შვეიცარიულ კომპანიებთან, მათ შორის შეხვედრები გაიმართა პარტნიორ კომპანიებთან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საჭირო პროდუქციითა თუ სერვისებით უზრუნველყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები