პარიზის წიგნის ფესტივალის ღონისძიებაზე თემურ ბაბლუანი საკუთარ კინოკარიერას და პირველ რომანს განიხილავს

14 აპრილს პარიზის წიგნის ფესტივალის ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი, მწერალი და სცენარისტი, თემურ ბაბლუანი, განიხილავს საკუთარ კინოკარიერას და პირველ რომანს − „მზე, მთვარე და პურის ყანა“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენელი ევროპაში, სცენარისტი და რეჟისორი სოფო ბაბლუანი.

„გამოიკვლიეთ ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და ავტორის, თემურ ბაბლუანის მომხიბვლელი სამყარო. თავის პირველ რომანში − „მზე, მთვარე და პურის ყანა“, ბაბლუანს მკითხველი მიჰყავს მღელვარე მოგზაურობაში, გმირის ცხოვრებაში. იკვლევს სიყვარულის, გადარჩენისა და სოციალური ტრანსფორმაციის თემებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. შეუერთდით ბაბლუანს და მის ქალიშვილ სოფიას − თავად სცენარისტსა და რეჟისორს. ისინი განიხილავენ შემოქმედებით პროცესს კინოსა და მწერლობაში და აღმოაჩენენ მრავალფეროვან ხიდებს ამ ორ დიდებულ სამყაროს შორის“, − წერია პარიზის წიგნის ფესტივალის ვებსაიტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები