საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში, ლიოვა ვარდანიანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

18 წლის ნიკა ზანგალაძე და 21 წლის თორნიკე თულაშვილი ჩემპიონები გახდნენ. 20 წლის ლევან ბაზაძემ კი მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ სომხეთის, ირანის, ყაზახეთის, მოლდოვას, იტალიის, ყირგიზეთის ნაკრები და ნეიტრალურმა გუნდი, რომელიც რუსი და ბელარუსი მოჭიდავეებით იყო დაკომპლექტებული.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ტურნირზე არასრული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდი სომხეთში მწვრთნელებმა აკაკი კუნჭულიამ და ზვიად გვილიამ ჩაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები