ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა

კალიფორნიაში „UFC 298“-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონაში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ამერიკელ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა და მეტოქე სამ რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა: – „ხედავდით, რამდენი ქართველი იყო აქ… დიდი მხარდაჭერა მივიღე, ძალიან ბედნიერი ვარ… ეს მხოლოდ დასაწყისია“ –

„ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია, დღეს ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა…“- დვალიშვილის და სეხუდოს ჩხუბს მარკ ცუკერბერგი ესწრებოდა, რომელსაც მერაბი შუა ბრძოლის დროსაც გაესაუბრა და ბრძოლის დამთავრების შემდეგ ის იყო პირველი, ვინც მერაბს გამარჯვება მიულოცა.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში უკვე 21 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 17 მოიგო, ოთხში კი დამარცხდა. რაც შეეხება ჰენრი სეხუდოს, ის „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია.

მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები