ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში 15 ქართული კომპანია მონაწილეობს

ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის (შპს ჩელთის, შპს აჩინებულის, შპს თორელი ვაინსის, შპს დაბის,  სს თელიანი ველის, შპს გემუანის, ი/მ გოჩა ოთარაშვილის, შპს მარნეულის სასურსათო ქარხნის, შპს მტევინოს, შპს თენგიზ ბალუაშვილის ქართული ვაზი და ღვინის, შპს თიემთის, შპს ქართული ლიმონათის, შპს ტერაქისი ღვინოების, შპს ჩემპის,  შპს მაისტერ ბრაუს) პროდუქცია – თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ჩირი, ჩაი, ჩურჩხელა, ტყემალი, საწებელი, ხილის ჩიფსები, ქართული სუნელები არის წარმოდგენილი. წარმოდგენილი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.  გამოფენის მონაწილე კომპანიებიდან 8 სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.

წელს გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) სხვადასხვა ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა კი, 400000-ზე მეტს აღწევს.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche” 1926 წლიდან, უკვე  98 წელია ყოველწლიურად იმართება. გამოფენა 29 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები