ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი “მართვე” თესალონიკში კონცერტს გამართავს

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და საზოგადოება “საქართველოს” ორგანიზებით, მიმდინარე წლის 23 იანვარს ქ. თესალონიკში კონცერტს ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი “მართვე” გამართავს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს თესალონიკის ქართული ცეკვის ანსამბლი “საქართველო”.

„თესალონიკში მცხოვრებ ემიგრანტებს და მოწვეულ სტუმრებს, ყველას ერთად 23 იანვარს შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ და დავტკბეთ ქართული პოლიფონიის შედევრებით.

დასწრება უფასოა!

გენერალური საკონსულო გელით ყველას ქართული პოლიფონიისა და ქართული ცეკვების დაუვიწყარ საღამოზე:

23 იანვარს 19:00 საათზე!

მისამართი:

პარტრიარხუ ღრიღორიუ  16, ამბელოკიპი 561 23

Patriarchou Grigoriou E 16, Ampelokipi 561 23

Πατριάρχου Γρηγορίου Ε 16, Αμπελόκηποι 561 23“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები