ქეთი პერანიძე მსოფლიოს წამყვან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ვეკუას სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული ქეთი პერანიძე მსოფლიოს წამყვან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. მან მასაჩუსეტსის ინსტიტუტში $ 302000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

ამ ეტაპზე მასაჩუსეტსის ინსტიტუტში 12563 აპლიკაცია შევიდა და მიიღეს მხოლოდ 661 სტუდენტი, საქართველოდან კი მხოლოდ ქეთი პერანიძე. იგი შეარჩიეს  აკადემიური მიღწევებისა  და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით. ქეთი პერანიძე სწავლას 2024 წლის აგვისტოში დაიწყებს ინჟინერიის მიმართულებით.

“სკოლაში სწავლის  პერიოდში ქეთის მრავალი წარმატება ჰქონდა ქიმიის, ფიზიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ის  გახლავთ IChO 2022-ისა და IChO 2023-ის ვერცხლის მედლების მფლობელი ქიმიაში. IZhO 2023-ზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა ფიზიკაში. ქეთი წარმატებით მონაწილეობდა ტურნირებშიც, ის გახლავთ YNT 2021-ისა   და IChTo 2022-ის ბრინჯაოს მედლების  მფლობელი. წელს კი შეირჩა როგორც Atlas fellow,(შეარჩიეს მონაწილეების  მხოლოდ 1%) Atlas fellowship ორგანიზაციის მიერ. მას გადასცეს ფულადი პრიზი სასწავლო მიზნებისთვის და უფასოდ იმყოფებოდა ამერიკის ქალაქ ბერკლიში 10 დღით”, – ნათქვამია ვეკუას სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე გეტყვით, რომ მრავალი წლის განმავლობაში MIT-ის საინჟინრო სკოლა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით მსოფლიოში N1 ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები