ალიკანტეს ქართული დიასპორის ორგანიზებით, ქართული კულტურის პრეზენტაცია გაიმართა

ალიკანტეს ქართული დიასპორის ორგანიზებით, ქართული კულტურის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ნაციონალური ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ასევე, დამსწრე საზოგადოება ქართულ ტრადიციებსაც გაეცნო.

ღონისძიებას ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები და ესპანელი სტუმრები ესწრებოდნენ.

„ამ პრეზენტაციით ალიკანტეს ქართულმა დიასპორამ ევროპელებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქართველები ევროპის სასურველი პარტნიორები ვართ და ამაყად შეგვიძლია ევროპელების სახელი ვატაროთ!

აქვე, მადლობას ვუხდით დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს, ბარსელონაში საქართველოს გენერალურ საკონსულსა და სტუმრებს ამ ემოციური დღისთვის!“, – ნათქვამია ალიკანტეს ქართული დიასპორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები