დავით ჭეიშვილი სწავლას Yale University-ის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული დავით ჭეიშვილი სწავლას აშშ-ში, Yale University-ის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

დავითმა მიიღო იელის უნივერსიტეტის 40%-იანი დაფინანსება (Dean’s Scholarship).

დავითი საკონსულტაციო კომპანიების საქმიანობითაა დაინტერესებული და სამომავლოდ გეგმავს ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას სტრატეგიულ ნაწილში. მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანიების ერთ-ერთი სამიზნე სკოლა იელის უნივერსიტეტია და აქტიურად ასაქმებენ მის კურსდამთავრებულებს. სწორედ ამიტომ დავითმა გადაწყვიტა იელის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები