კონსერვატორიას ფლეიტისტი ვერონიკა ხიზანიშვილი ეწვევა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს

6 – 17 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას იტალიაში, მესინას არქანჯელო კორელის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოღვაწე ფლეიტისტი ვერონიკა ხიზანიშვილი ეწვევა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს.

ვერონიკა საქართველოში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ბაკალავრიატის მესამე კურსის დასრულების შემდეგ, 2008 წლიდან, სწავლა განაგრძო რომში სანტა ჩეჩილიის კონსერვატორიაში ფრანც ალბანეზის ხელმძღვანელობით, რომელიც უმაღლესი ქულებით დაამთავრა და საუკეთესო სტუდენტის პრემია ვია ვიტორია მიიღო.

2017 წელს, იმოლას საერთაშორისო აკადემიაში, ანდრეა ოლივასა და მაურიციო ვალენტინის ხელმძღვანელობით, მან დაამთავრა სწავლა ფლეიტის მიმართულებით. პარალელურად დაამთავრა ბაროკოს ფლეიტის მაგისტრატურა სანტა ჩეჩილიაში ენრიკო კაზულაროსთან.

ვერონიკას გავლილი აქვს მასტერკლასები ჯულიეტ ჰურელთან, ბენუა ფრომანჯერთან, ბორის პრევისიჩთან, მაიკ მოუერთან, მარტინ ფალენბოკთან, ანდრეა ოლივასთან, პიერ-ივ არტოსთან, ენრიკო კაზულაროსთან (ბაროკოს ფლეიტა).

ვერონიკა ხიზანიშვილი ბევრი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და პრიზების მფლობელი, ასევე, რამდენიმე სახელობითი სტიპენდიის მფლობელია საქართველოსა და იტალიაში.

2015 წელს ჩამოაყალიბა დუეტი სახელწოდებით “AccordionFlute” აკორდეონისტ სარია კონვერტინოსთან ერთად, რომელთანაც ერთად განახორციელა ელენა მარდიანის სასულიერო მუსიკის პროექტი “ვია დელ ანიმა”.

ვერონიკას საკონცერტო შემოქმედების არეალი ძალზე მრავალფეროვანია როგორც კამერული, ასევე სხვადასხვა ორკესტრის შემადგენლობაში. როგორც ორკესტრის პროფესორი თანამშრომლობს სხვადასხვა ორკესტრებთან. ის, ასევე, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა Liceo Musicale Giordano Bruno-ში, Chris Cappel College-ში, AIMART აკადემიაში და Accademia Musicale di Roma Capitale-ში. ამჟამად არის ფლეიტის პროფესორი მესინის არქანჯელო კორელის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები