გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს საქმიანი ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჟურნალისტებს მასპინძლობს.

პრესტურის ფარგლებში საქმიანი ტურიზმისა და ბიზნესს გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში MICE ტურიზმის პოტენციალს, ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.

Convention International-ის, TW-Tagungswirtschaft-ისა და TFI Publication-ის ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისსა და კახეთში, მედიის წარმომადგენლები ესტუმრებიან მცხეთას, გაეცნობიან ქვეყნის კულტურას, ღვინისა და გასტროტურისტულ მიმართულებას. ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები