ტრაპიზონში, „ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაციასთან“ არსებული ქართული ენის შემსწავლელი რიგით მეორე კურსი გაიხსნა

15-17 სექტემბერს, ქ. ტრაპიზონში, „ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაციასთან“ (Çarşamba Gürcü Kültür Derneği) არსებული ქართული ენის შემსწავლელი რიგით მეორე კურსი გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ „ბათუმის თურქ და ქართველ ბიზნესმენთა ასოციაციის“ (BATGİAD) თავმჯდომარე, აიჰან დიქმე, „ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ომერ სემიზი, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, „სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ფეჰმი უზალ უსტიაშვილი, „სალიფაზარის ბათუმელთა სოციალური თანადგომისა და სოლიდარობის საზოგადოების“ ხელმძღვანელი, ადემ იაზიჯი, ორდუს „ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და სოლიდარობის საზოგადოების“ თავმჯდომარე, ექრემ ქოშუმი, „უნიეს ქართული მეგობრობისა და კულტურის საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, სერდარ ქოჯაოღლუ, სტამბოლის „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის“ თავმჯდომარის მოადგილე, ორჰან ბერიძე, საქართველოს გენერალურ კონსულ გელა ჯაფარიძე და ვიცეკონსულ თემურ ტარტარაშვილ და ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ „ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაცია“, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, 2022 წლის 26 მარტს გენერალური საკონსულოს აქტიური ხელშეწყობით გაიხსნა. ადგილობრივ „ჩვენებურებთან“ შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა თურქეთელი ქართველებისთვის ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნების საკითხში ქართული დიასპორული ორგანიზაციების როლს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები