თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო ალა სიმონიშვილი ეწვევა

სექტემბრის მიწურულს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო ალა სიმონიშვილი ეწვევა და სამი დღის განმავლობაში სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს.

ალა სიმონიშვილიმა (სასცენო სახელი – ალა სიმონი) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო და აკადემიური სიმღერის მიმართულებით. შემდეგ,1990–1994 წლებში მომღერალმა სტაჟირება გაიარა იტალიაში, ჯერ ოზიმოს საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში, შემდეგ კი პეზაროს როსინის სახელობის აკადემიაში – მარიო მელანის, ა. ძედდას, ა. ტონინის, ჩულეტტის, ს. სეგალინის ხელმძღვანელობით.

ალა სიმონიშვილი მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ პრესტიჟულ კონკურსებში, სადაც მრავალჯერ მიიღო ლაურეატის წოდება.

მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ჩეხეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, უნგრეთში, პოლონეთში, სამხრეთ აფრიკაში, პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, იაპონიასა და კორეაში.

1997 -დან დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ოზიმოს საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში; 2010 წლიდან – პროფესორი, პეზაროს როსინის აკადემიის დოქტორი (1998); როგორც კონსულტანტი სისტემატურად ჩამოდის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ატარებს მასტერკლასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები