თბილისში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” გაიმართება

17 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება რიგით 31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი”, რომელიც თბილისის სიმფონიური ორკესტრის 30 წლისთავს მიეძღვნება.

“შემოდგომის თბილისი” გაიხსნება კონცერტით, რომელშიც შესრულდება: დიმიტრი შოსტაკოვიჩის „საზეიმო უვერტიურა“და კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის N1, ასევე ვახტანგ კახიძის – სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „ამორძალები“

თბილისის სიმფონიური ორკესტრთან ერთად, სცენაზე წარდგება ბრწყინვალე მევიოლინე ვადიმ რეპინი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

ფესტივალის ფარგლებში სულ 7 კონცერტი გაიმართება.

საერთშორისო ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს ჯ.კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები