მარი ბრეგვაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარი ბრეგვაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მარიმ წარმატებით გაიარა კონკურსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში და სრული დაფინანსება მოიპოვა.

მარი ჩაირიცხა თიენძინის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონესა და ადგილობრივ კულტურას გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები