გრეპლინგში ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა

საქართველოს გრეპლინგის ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა – სპორტის ამ სახეობაში პირველად, ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ვარშავაში, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ვერსიით გამართულ ჩემპიონატზე გიორგი რაზმაძემ (66 კგ) ორი ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი კიმონოს გარეშე, ხოლო მეორე კიმონოთი.

კიმონოს გარეშე სახეობაში ჯიმშერ რაზმაძე (71 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ალექსანდრე თევზაძე (100 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საქართველოს ნაკრები 2014 წლიდანაა ჩართული გრეპლინგში და აქამდე მოპოვებული ჰქონდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 32 ქვეყნის ნაკრებმა. საქართველოს ნაკრები კონკურენციაში ხუთი სპორტსმენით ჩაება და მათგან სამმა მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები