მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

მესტია მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მესამედ მასპინძლობს.

ფესტივალი გაიხსნა ზაზა ხალვაშის ფილმით „ლოტო“, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის ერთობლივი პროექტია; მესტიის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,რიჰომ” შეასრულა ქართული ტრადიციული სიმღერები.

23 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით მაყურებლები იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ; მთის ფილმების სექციაში ნაჩვენები იქნება იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოტანილი სრულმეტრაჟიანი ფილმები.

ფესტივალს საერთაშორისო პრესა – კანადიდან, გერმანიიდან და კორეიდან ჩამოსული ცნობილი კინოპორტალებისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტები აშუქებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები