მოჭიდავეთა ნაკრებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვა და გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვა და გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა.

ფრიდონ აბულაძე (60 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ჩემპიონები გახდნენ.

ლერი აბულაძემ (63 კგ), ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და ოთარ აბულაძემ (72 კგ) მეორე ადგილი დაიკავეს, საბა მამალაძემ (82 კგ) კი მესამე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები