აჩიკო ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონია

იორდანიის დედაქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში აჩიკო ბოლქვაძემ (87კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში ქართველმა ფალავანმა ირანელი ალი ჩოუბანი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და შეჯიბრებაზე ჩვენს გუნდს პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ოქროს მედლისთვის გორ აივაზიანი , ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის ანრი ფუტკარაძე (72კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ) იბრძოლებენ, რეპეშაჟიდან მედლისთვის კი ანრი ხოზრევანიძე (63კგ) იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ამანში ორი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი რომელაშვილი და გიორგი გოგრიჭიანი გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები