ფიზიკის (IPHO 2023) 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 4 მედალი მოიპოვეს

იაპონიაში, ფიზიკის (IPHO 2023) 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ქართველმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები ირაკლი უგულავა და დაჩი ჭოტაშვილი.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუკა თვალავაძემ და ანდრია მანჯავიძემ.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ბიძინა გაგნიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ ერთი თვის წინ, ჰანოვერში, ევროპის ოლიმპიადაზე სამი ვერცხლი მოიპოვეს ანდრია მანჯავიძემ, ირაკლი უგულავამ და დაჩი ჭოტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები