ნინი შერმადინი ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს

ქართველი ემიგრანტი, მომღერალი ნინი შერმადინი ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს. იგი უკვე დარეგისტრირდა და გამარჯვებისთვის გულშემატკივრების დახმარება სჭირდება.

ნინი შერმადინმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა.

„მეგობრებო, როგორც არასდროს არაფერი მითხოვია საკუთარი თავისთვის, ახლა გთხოვთ, დავრეგისტრირდი ავტორ-შემსრულებლების კონკურსზე.

ახლა მომივიდა ლინკი, საიდანაც შეძლებთ ხმა მომცეთ 10 დღის განმავლობაში ხმის მიცემა უფასოა. სიაში 28-ე ვარ. ფულადი პრიზი იმდენად არ მაღელვებს რამდენადაც მონაწილეობა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, როგორც ყოველთვის, დიდი მადლობა წინასწარ…

პ.ს ვერიფიკაცია უნდა გაიაროთ ან ბარათით ან facebook-იდან, ვისაც ბარათის მითითება არ გსურთ, facebook-იდან გაიარეთ რეგისტრაცია. არ ხსნიან თანხას.

Voting for you to be the 2023 Opening Act is officially open! Is 10k and a trip to NYC to take the big stage and perform for thousands of screaming fans in your future? There’s only one way to find out…

Share your artist profile link with friends, family and fans to start getting votes. Good luck!

http://openingact.radio.com/2023/nini”, – წერს ნინი შერმადინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები