ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო გალერეაში თამაზ ხარიტონაშვილის ნახატები გამოიფინა

13 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით, საერთაშორისო South Hampton Art-ის ბაზრობაზე გრანდიოზულმა, მაღალი კლასის და ერთ-ერთმა საუკეთესო გალერეამ, ლონგ-აილენდზე ნიუ-იორკში, ხელოვნების მოყვარულებს და დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა გამოფენაზე, სადაც ჩვენი თანამემამულის, ემიგრანტი მხატვრის, თამაზ ხარიტონაშვილის ნახატები გამოიფინა. გალერეაში, აგრეთვე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის მხატვართა ნამუშევრები.

„ეს განსაკუთრებული გალერეაა, აქ თავის დროზე პიკასოსა და ლეონარდო და ვინჩის ნახატები იყიდებოდა და ასეთ გალერეაში მე მაქვს დათმობილი ადგილი, სადაც ჩემი საუკეთესო კოლექცია ორიგინალური სახით წარმოვადგინე. ეს იყო გამოფენა – გაყიდვა, რასაც იშვიათად ვაკეთებ“, – განაცხადა თამაზ ხარიტონაშვილმა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

თამაზ ხარიტონაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, ის ნიუ-იორკის მხატვართა ასოციაციის წევრია (Member of the New York Artists Equity Association) მონაწილეობას აქვს მიღებული არა ერთ საერთაშორისო გამოფენაში,  განსაკუთრებული ტექნიკით შექმნილი მისი ქანდაკებები და მოზაიკა ამერიკის შეერთებული შტატებში მრავალ შენობასა და ეკლესიას  ამშვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები