ათენის ფილარმონიის მცირე დარბაზში ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის საანგარიშო კონცერტი გაიმართა

ათენის ფილარმონიის მცირე დარბაზში ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის, ფორტეპიანოს პედაგოგის მაია გაუარაშვილის ფორტეპიანოს ჯგუფის, 2022-2023 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე სახელწოდებით „მუსიკის ჰანგები ათენში“, აღსაზრდელებმა ბახის, მოცარტის, შოპენის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. გაჟღერდა ცნობილი ბერძენი და ქართველი კომპოზიტორების – მანოს ხაძიდაკისის, მიკის თეოდორაკისის, რევაზ ლაღიძის კომპოზიციები. ანსამბლი „ივერიელების“ მიერ შესრულდა ქართული ცეკვა „სამაია“ და  საგალობლები. ღონისძიებაში ბერძენმა მუსიკოსმა ვასილის კანარასისმაც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები