საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

ისტორიული წარმატება – საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს.

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდა. რამაზ სვანაძის გუნდი ამ შეხვედრამდე პირველ ადგილზე იყო და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში გასასვლელად ქულაც ჰყოფნიდა.

მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. ანგარიში 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა. ნიდერლანდების ნაკრებმა წონასწორობა პირველი ტაიმის დამატებულ დროში აღადგინა.

მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. ქართველმა ფეხბურთელებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩს 43 004 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები