სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დარბაზში ფილმის „სანდრო ახმეტელი 135” ჩვენება გაიმართება

29 ივნისი გენიალური ქართველი რეჟისორის – სანდრო ახმეტელის გარდაცვალების დღეა, 1937 წლის 29 ივნისს, რეფორმატორი რეჟისორი საბჭოთა სისტემამ იმსხვერპლა, იგი დახვრიტეს.

29 ივნისს, 18 საათზე, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დარბაზში გვანცა მეფარიშვილის ფილმის „სანდრო ახმეტელი 135” ჩვენება გაიმართება.

რეჟისორი, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე შლიდა საკუთარ შემოქმედებას და ამბობდა რომ „ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული“  58 – ე მუხლის საფუძველზე, „სამშობლოს ღალატისთვის“ დახვრიტეს, რეჟისორს, რომელმაც ქართულ თეატრს საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლები „ანზორი“ „ყაჩაღები“ „ლამარა“ აჩუქა, სასიკვდილო ტყვია ესროლეს და მისი შემოქმედება აკრძალეს.

ფილმის საშუალებით მაყურებელი სანდრო ახმეტელის ცხოვრების ისტორიასა და შემოქმედებას გაეცნობა და კიდევ ერთხელ გაიხსენებს იმ ავბედით დღეს – 1937 წლის 29 ივნისს, როდესაც წითელმა ტერორმა ახმეტელი ეროვნული მუშაობისა, პრინციპულობისა და სიმართლისათვის სიკვდილით დასაჯა.

ფილმის ქრონომეტრაჟი: 60 წუთი

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები