ელენე ლოლაძე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ტაილანდური კრივის ნაკრების წევრი ელენე ლოლაძე პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ბრინჯაოსმედალოსანია.

54 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა

ტურნირის ნახევარფინალური ორთაბრძოლა პოლონელ მარტინა კიერჩინსკასთან დათმო.

ელენე ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა.

26 ივნისს მონაცემებით ჩვენი გუნდის აქტივში უკვე 5 მედალია: 2 ოქრო,  1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები