შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს

GLASGOW - March 26 : Rangers Legends v World XI Legends on March 26th at Ibrox Stadium in Glasgow, Scotland. (Photograph by Mark Runnacles)

5 აგვისტოს, სტემფორდ ბრიჯზე უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც შოთა არველაძეც მიიღებს მონაწილეობას.

გუნდების კაპიტნები „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული  უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო იქნებიან.

მატჩში მონაწილეობას მიიღებენ: იენს ლემანი, ჯოლეონ ლესკოტი, პერ მერტესაკერი,  ვერ მორგანი, ხერარდ პიკე, იონ არნე რიისე, ბაკარი სანია, ანტონიო ვალენსია, პატრიკ ბერგერი, ედგარ დავიდსი, რობერტ პირესი, პატრიკ ვიეირა, ჯეკ უილშირი და რობი კინი.

შეხვედრის მონაწილე გუნდების მაისურები უკრაინის დროშის ფერებში იქნება გადაწყვეტილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები