სანდრო ბაზაძე მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონია

მესამე ევროპულ თამაშებზე გუშინ მედლების პირველი კომპლექტები გაითამაშეს მოფარიკავეებმა. ტაურონ არენაზე გაშლილ ბილიკებზე ვაჟებმა ხმლით იასპარეზეს, ხოლო გოგონებმა დაშნით.

ხმლით მოფარიკავე ვაჟთა შორის ჯგუფურ ეტაპზე სამოცი სპორტსმენი, მათ შორის საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრი მონაწილეობდა.

ვაჟთა შორის სანდრო ბაძაზემ გაიმარჯვა და მესამე ევროპული თამაშების ოქროს მედალი მოიგო. ეს სანდროს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა კონტინენტურ ტურნირებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები