21 ივნისს, “მუსიკის მსოფლიო დღეს” ტეატრო მასიმო ბელინი ქართული ოპერით აღნიშნავს

{{de|Italien, Sizilien, Catania, Teatro Bellini}} {{en|Italy, Sicily, Catanaia, Teatro Bellini}}

ისტორიული პრემიერა იტალიაში – 21 ივნისს, “მუსიკის მსოფლიო დღეს” ტეატრო მასიმო ბელინი ქართული ოპერით აღნიშნავს!

ზაქარია ფალიაშვილის “დაისს” მთელი კატანია ელოდება.

100 წლის უკვდავი ოპერა იტალიურ ენაზე იტალიელები პირველად შეასრულებენ.

“მიხარია და  მეამაყება, რომ იტალიაში პირველად შესრულდება ფალიაშვილის  ოპერა ,,დაისი” ბელინის სახელობის თეატრში (სიცილიაში). მიხარია, რომ ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მონაწილე ვარ🎭🎭 მადლობა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელ ბატონ  ბადრი მაისურაძეს“, – განაცხადა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ. მისივე ინფორმაციით, „ფალიაშვილის “დაისი“❤ გენერალური რეპეტიციის შემდეგ, ბელინის თეატრის დირექტორატის გადაწყვეტილებით იტალიის თეატრის რეპერტუარში შეიტანეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები