თემო სამხარაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

მალტაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ სამჭიდში IPF ქართველმა მძიმეწონოსანმა თემო სამხარაძემ საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანა.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა პირველად იასპარეზა უფროსებს შორის, ჯამში 982,5 კგ დააგროვა და მძიმე კონკურენციაში ვერცხლის მედალს დაეუფლა, თემომ ამოწევაში 382,5 კგ-ით ყველას აჯობა და მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა.

თემომ ქართული სამჭიდის ისტორიაში IPF პირველი მედალი მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები