საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა

Podium Team GR - gold Georgia

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონები ერეკლე თავბერიძე (55კგ), საბა ფურცელაძე (92კგ) და საბა ჩილაშვილი (110კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლებს იური ჩაფიძე (48კგ), გიორგი ჭიკაიძე (65კგ) და ლუკა ლომაძე დაეუფლნენ(71კგ).

ბრინჯაოს მედლები კობა ქარუმიძემ (51კგ)  და საბა სურმანიძემ (60კგ) დაისაკუთრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები