მიხეილ გაბრიელიძე სწავლას Mississippi State University-ში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძობს

გორის მესამე სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მესამე საჯარო სკოლა ავრცელებს.

მიხეილ გაბრიელიძე  ჩაირიცხა ამერიკის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა New York University Shanghai და Mississippi State University.

მან არჩევანი Mississippi State University -ზე შეაჩერა და აგვისტოდან  აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძობს.

მიხეილმა ოთხი აკადემიური წლის განმავლობაში 300000$-ის დაფინანსება მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები