„საქართველოს სინფონიეტა“ კანადელ დირიჟორთან, ნურჰან არმანთან ერთად კონცერტს გამართავს

15 მაისს, 19 საათზე,  თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, კანადელ დირიჟორთან, ნურჰან არმანთან ერთად გამართავს კონცერტს, სადაც მენდელსონის, პუჩინისა და შოსტაკოვიჩის მუსიკასთან ერთად, შესრულდება ქართველი კომპოზიტორის – ირაკლი ცინცაძის კლარნეტის კონცერტის პრემიერა.

კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: დიმიტრი ბოქოლიშვილი (კლარნეტი) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო).

პროგრამა:

ირაკლი ცინცაძე – კლარნეტის კონცერტი (მსოფლიო პრემიერა)

სოლისტი: დიმიტრი ბოქოლიშვილი (კლარნეტი)

ფელიქს მენდელსონი – საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი, MWV 02

სოლისტი: თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო)

ჯაკომო პუჩინი – ქრიზანტემები

დმიტრი შოსტაკოვიჩი – სიმებიანი კვარტეტი N 4, რე მაჟორი, თხზ. 83 (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები