ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის პრიზი გადაეცა

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების დაჯილდოების ფარგლებში, პრიზი გადაეცა.

ბარსელონაში, ევროპის მუზეუმების ფორუმზე, არქეოლოგიურმა მუზეუმმა მიიღო სილეტოს პრიზი – „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის“. პრიზი ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს გადაეცა.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ახალი პერსპექტივები ქალაქ ვანის, არქეოლოგიური გათხრების ადგილისა და რელიგიური ცენტრის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მითურ ოქროს საწმისთან. მისი ახლად რესტავრირებული შენობა 2020 წელს გაიხსნა  მუდმივმოქმედი გამოფენებით, რომლებიც ასახავს კოლხეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის არსებობის რვა საუკუნეს. მუდმივი და დროებითი გამოფენების გარდა, მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ყველაზე დიდ და ერთადერთ მრავალფუნქციურ საჯარო სივრცეს. ის ასევე არის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ადგილი“, – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები