Sky wise lounge-ში “ქართულ-უკრაინული საღამო” გაიმართება

20  აპრილს,  ცნობილი პროდიუსერის და არტდირექტორის, დიმიტრი მანუელის (ჩხეიძის) ორგანიზებით Sky wise lounge-ში “ქართულ-უკრაინული საღამო” გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები, პოეტები, მხატვრები და ქორეოგრაფიული ანსამბლები: თამარ დავითაშვილი, ნინი შერმადინი, ალექსანდრე ზაზარაშვილი, ლელა ქართველი, ლელა ნინუა, ანსამბლი “ფესვები” და “Irina Dance Academy”

საქველმოქმედო საღამო უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართება.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება უკრაინული და ქართული ცეკვები.

მისამართი:  Sky wise  lounge, Emmons av. 2027.  Brooklyn, NY. 11235

დასაწყისი:  საღამოს 8 სთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები