იტალიაში ქართულ-იტალიური ყოველთვიური გაზეთი “ქართული ფესვები” დაფუძნდა

იტალიაში ქართულ-იტალიური ყოველთვიური გაზეთი “ქართული ფესვები” დაფუძნდა, რომლის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი ნინო (ნინა) სიბოშვილია. 16 -გვერდიანი გაზეთის პრეზენტაცია 9 აპრილს გაიმართა. საღამო მთავარი რედაქტორის შვილმა – დეა სიბოშვილმა გახსნა. საღამოს ესწრებოდნენ მწერლები და პოეტები. ხელოვანი ადამიანები, “ტერცია” – რომელმაც თავისი სიმღერით გაალამაზა საღამო. ასევე შესანიშნავი დუეტი “ლალიმბერტი”. პრეზენტაციაზე 9 აპრილის კუთხე მოეწყო და სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულებს.

„ქართული კვირა” გაზეთის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს ნინო სიბოშვილს იტალიაში დაუკავშირდა და გაესაუბრა.

ნინო სიბოშვილი: ეს არის ჩვენი კულტურული, შემოქმედებითი სფეროს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ემიგრაციაში! 16 -გვერდიანი გაზეთის 4 გვერდი, ჩვენი იტალიელი მეგობრებისთვის, არის იტალიურ ენოვანი. გაზეთის ამ ნაწილის მიზანია იტალიელებს საქართველო და ქართველები გააცნოს. დანარჩენი 12 გვერდი კი მოიცავს სხვადასხვა, მრავალფეროვან რუბრიკას: კულტურა, ხელოვნება, წერილები, უფლებების დაცვა, პოეზია, კულინარია, მილოცვები, იუმორი…

ასევე, მეორე ნომრიდან ვიწყებთ იტალიური ენის შემსწავლელ გაკვეთილებს, იტალიის ისტორიის შესწავლას, რომელსაც სპეციალურად ჩვენი გაზეთისთვის იტალიური ენისა და ისტორიის სპეციალისტი, აკადემიკოსი გიორგი ბუხნიკაშვილი წერს.

16 -გვერდიანი გაზეთი ხომ ხვდებით რა შრომას მოითხოვს…  მე არ ვიშურებ დროსა ენერგიას, ასევე გარკვეულ შრომას დებს ჩემი თითოეული რესპონდენტი, რისთვისაც მათი უზომოდ მადლობელი ვარ…

გაზეთის მიწოდება მოხდება ყველა ქალაქებში, გაიყიდება ამანათებისა და ფულადი გზავნილების ოფისებში. ასევე ადგილებში სადაც სამრევლო იკრიბება.

აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერს შეგიძლიათ გაზეთში გქონდეთ თქვენი რუბრიკა. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

 Whatsapp-ზე: +39 3287471843 ნინო სიბოშვილი; +39 327 2380887 დეა სიბოშვილი;

ან მოგვწერეთ: Qartuliphesvebi@gmail.com

მადლობას გიხდით ყველას წინასწარ და წარმატებულ დღეს გისურვებთ“, – განაცხადა ნინო სიბოშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები