“კორეისტიკის სემინარი სამხრეთ კავკასიაში 2023” გაიმართა

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების და კორეის ფონდის ორგანიზებით, კახა ბენდუქიძის კამპუსში, გაიმართა “კორეისტიკის სემინარი სამხრეთ კავკასიაში 2023”. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე თქმით, სემინარი გაიხსნა კორეული მიმართულების სტუდენტების მიერ ორგანიზებული წარმოდგენით.

სემინარის ფარგლებში უნივერსიტეტს კორეის ფონდის პრეზიდენტი ბატონი ლიმ ჩეოლ ვუ და საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი კიმ ტონგ ოპ ეწვია.

სემინარში მონაწილეობდნენ კორეის შემსწავლელი მეცნიერებების სპეციალისტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან და სასწავლო ცენტრებიდან.

სემინარის საპატიო სტუმარმა ჰანკუკის უნივერსიტეტის (კორეა) პროფესორმა ჩანგ კი ჰონგმა გამართა საჯარო ლექცია: “ხშირი შეცდომები კორეის შესახებ სწავლებისას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები