8 აპრილს მსოფლიო მუსიკის პროექტის “კულტურის დიალოგი” ლიეტუვა|საქართველო” – მეორე ნაწილი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ლიეტუვის ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ცენტრი ფესტივალის “POKROV BELLS” მსოფლიო მუსიკის პროექტის “კულტურის დიალოგი” ლიეტუვა|საქართველო” – მეორე ნაწილს წარმოგიდგენთ.

პირველი ღონისძიება 2022 წლის 11 ნოემბერს ვილნიუსში ლიეტუვის ეროვნულ ფილარმონიულ საზოგადოებაში გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა XVII საერთაშორისო ფესტივალის „Pokrov Bells” -ს ფარგლებში, სადაც შედგა გამოჩენილი ლიეტუველი კომპოზიტორის   იევარას იასინსკის  (Jievaras Jasinskis) ქართული ფოლკლორის საფუძველზე შექმნილი ნაწარმოების „Orero”-ს პრემიერა.

8 აპრილს ამ ნაწარმოების საპრემიერო წარდგენა უკვე საქართველოში გაიმართება. ასევე მოისმენთ ლიეტუველი კომპოზიტორის ლეონ სომოვის  ნაწარმოებს “PERPETUUM”.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინიტროს, ქალაქ ვილნიუსის მუნიციპალიტეტის, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიეტუვის ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები