ნათელა გრიგალაშვილი კონკურსს “ოჯახური კავშირების” გამარჯვებული გახდა

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია მაღალმთიანი აჭარიდან ფოტო კონკურსს “ოჯახური კავშირების” გამარჯვებული გახდა. კონკურსი EU neighbours east-ის და Fotofestiwal Lodz-ის ორგანიზებით ჩატარდა.

„მოხარული ვარ, რომ ჩემი სერია მაღალმთიანი აჭარიდან ფოტო კონკურსს “ოჯახური კავშირების” გამარჯვებული გახდა. კონკურსის ჩატარდა EU neighbours east და Fotofestiwal Lodz-ის ორგანიზებით. დიდი მადლობა ჟიურისა და ორგანიზატორებს!“, – წერს ნათელა გრიგალაშვილი.

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები წლებია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში იბეჭდება. ის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, მუშაობს ფოტოსერიებზე, იღებს ძირითადად რეგიონებში, მისი ფოტოსერიები განსაკუთრებული და გამორჩეულია – მათში მხატვრული სინამდვილითაა ასახული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ყოვლდღიური ცხოვრება, იმედი და სევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები