პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდის მუსიკის სკოლაში ჩაირიცხა

პიანისტი სანდრო გეგეჭკორი, ნიუ-იორკში, ჯულიარდის მუსიკის სკოლაში ჩაირიცხა და აგვისტოდან იქ განაგრძობს სწავლას. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სანდრო გეგჭკორი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“დღეს, 2023 წლის 31 მარტს შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა!

ჩავირიცხე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ “ჯულიარდის სკოლაში” და სწავლას გავაგრძელებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში 2023 წლის აგვისტოდან!

მინდა ყველა ადამიანს, თითოეულ თქვენგანს, ჩემს პროფესორს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას – Tbilisi State Conservatoire გადავუხადო უდიდესი მადლობა!“, – წერს სანდრო გეგეჭკორი

ჯულიარდი აშშ-ში, ნიუ იორკში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები