გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა

ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„სამი რამ:

  1. მეორე ადგილი ავიღე.
  2. საქართველო ევროპაა! 💘 🇪🇺
  3. მადლობა ყველას, მართლა ყველას, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, როგორც მიგულშემატკივრეთ მთელი ეს პერიოდი“, – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში;

ჟიურიმ გიორგი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა.

საფინალო სესიაზე გიორგი გიგაშვილმა პროკოფიევის საფორტეპიანო და საორკესტრო კონცერტი N3 შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები