საქართველოს ნაკრების ორმა სპორტსმენმა ევროპის თამაშების ლიცენზია მოიპოვა

პირველად ქართული კარატეს ისტორიაში, საქართველოს ნაკრების ორმა სპორტსმენმა ევროპის თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

  • ხვიჩა კიპაროიძე -84კგ. წონითი კატეგორია.
  • გოგიტა არქანია +84 კგ. წონითი კატეგორია.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კიპაროიძე არის -84 კგ. წონით კატეგორიაში რეიტინგის მე-6 ნომერი. ხოლო გოგიტა არქანია არის +84 კგ. წონით კატეგორიაში რეიტინგის მე-2 ნომერი. გოგიტა არქანია 2019 წლის მინსკის ევროპის  თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.

2023 წლის ევროპის თამაშებზე 34 ქვეყნის 96 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ლიცენზიის მოპოვების ციკლი 2 წელი გრძელდება და თითო კატეგორიაში მხოლოდ 8 საუკეთესო სპორტსმენია დაშვებული.

2023 წლის ევროპის თამაშები 22-23 ივნისს პოლონეთში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები