მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია

დიდი წარმატებით იასპარეზეს  ქართველმა ქალებმა ქალები მონტენეგროში დასრულებულ  ევროპის რიგით 23-ე ჩემპიონატზე.

ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცში გამართული ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე დაუმარცხებლად იასპარეზა და 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულის მოპოვება შეძლო.

 აღსანიშნავია,  რომ მერი მეორე ქართველი  ქალი მოჭადრაკეა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. პირველად კონტინენტის ჩემპიონის ტიტული 2017 წელს ნანა ძაგნიძემ  მოიპოვა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და III-VI ადგილები გაინაწილა  სალომე მელიამ.

7,5 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი.

სამივე ქართველმა მოჭადრაკემ ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები