თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ოვანეს ამბარცუმიანის გაკვეთილები გაიმართება

6, 7 აპრილს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ოვანეს ამბარცუმიანი გამართავს ინტენსიურ გაკვეთილებს კომპოზიციაში.

2015 წელს ოვანეს ამბარცუმიანმა  დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის ბაკალავრიატი (პროფ. ზ. ნადარეიშვილის კლასი).  სწავლა განაგრძო მიუნხენის მუსიკისა და თეატრის  უმაღლეს სკოლაში (პროფ. იან მიულერ-ვილანდის კლასი).

2017 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2023 წლის თებერვალში დაამთავრა Zertifikatsstudium-ი (მაგისტრატურის შემდგომი საფეხური).

ამავდროულად 2021 წლის იანვრიდან იგი არის თბილისის კონსერვატორიის დოქტორანტი,  დრეზდენის კარლ მარია ფონ ვებერის უმაღლესი სკოლის საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის ბაკალავრი. დრეზდენის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელის ასისტენტი და დრეზდენის თანამედროვე მუსიკის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი. საკომპოზიტორო კონკურსების ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები