ბრაგის Theatro Circo-ში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სპექტაკლის – “ცის კარი” პრემიერა გაიმართება

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 4,5 და 6 აპრილს, ქ. ბრაგის Theatro Circo-ში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სპექტაკლის – “ცის კარი” პორტუგალიურენოვანი ვერსიის პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე გვიყვება, ტექსტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებსა და ჩანაწერებზეა დაფუძნებული.

სპექტაკლის პორტუგალიურენოვანი ვერსია ბრაგის თეატრისა და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლობით დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები