ქართველი მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ.

ერთი ტურით ადრე ფინიშამდე ლიდერთა შვიდეულში ერთბაშად სამი ქართველი იმყოფება.

მერი არაბიძე პირველობას ინაწილებს ოლივია კოლბასასთან ერთად.

სალომე მელია  III-IV ადგილებს სტავრულა ცოლაკიდუსთან ერთად.

VII ადგილზე იმყოფება ლელა ჯავახიშვილი.

დასკვნით, გადამწყვეტ ტურში ჩვენების მეტოქეები იქნებიან:

სალომე მელია – მერი არაბიძე;

პაულინ გიშარდი – ლელა ჯავახიშვილი;

კარინა ციფკა – ბელა ხოტენაშვილი;

ქართველი მონაწილეების სატურნირო მდგომარეობა ასეთი გახლავთ:

1.მერი არაბიძე – 8 ქულა;

  1. სალომე მელია – 7,5 ქულა;
  2. ლელა ჯავახიშვილი – 7 ქულა;
  3. ბელა ხოტენაშვილი – 6,5 ქულა;
  4. ლილე ქორიძე – 5,5 ქულა;
  5. ნია დონღვანი – 4,5 ქულა;

   87.დიანა ლომაია – 4,5 ქულა;

  1. ელენე წოწონავა – 4,5 ქულა;

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები