ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა!

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამის ატაცში ლევან ოჩიგავამ 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე ავიდა ორჭიდში დაგროვილი 322 კილოგრამითაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ პირველი მედლები მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები