თელავის ისტორიული მუზეუმში სკრინნიკოვი მასტერკლას ჩაატარებს

30 მარტს, 15:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში მხატვარი იური სკრინნიკოვი მასტერკლას ჩაატარებს.

იგი გახლავთ აკვარელის საერთაშორისო საზოგადოების (IWS) ლიდერი. 2015 წელს ინდოეთში, ნიუ დელიში, მსოფლიო საუკეთესო აკვარელისტების ოცეულში დასახელდა. მოწყობილი აქვს ბევრი გამოფენა.

მისი ნამუშევრები ბარონესა ელიზაბეტ სმიტის, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ა. კვასნიუსკის კერძო კოლექციაში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არის.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები